პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „EnoExpo 2021” ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დამთვალიერებლებს ქართული ღვინო წარედგინათ.
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის ის ღვინოები, რომლებიც, პოლონეთის ბაზარზე ჯერ არ იყიდება.
გამოფენის ფარგლებში, მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეგუსტაციას გამომცემლობის ,,Vinisfera“ ხელმძღვანელი - მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა. პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება, რომელთა მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდის ხელშწყობაა.
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მლნ-მდე ბოთლი ღვინო.
ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.