კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ, „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი.ვი.“-სა (Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ენდ ქომერშალ ქომფანი ეს.ეი.“-ს (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) შორის მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოდგენილი კონცენტრაციით იგეგმება „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი.ვი.“-ს მიერ „ჩიპიტა ინდასთრიალ ენდ ქომერშალ ქომფანი ეს.ეი.“ - ს შეძენა. კონცენტრაცია წასახემსებელი პროდუქტების ბაზარს ეხება.
სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია - თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.
განახლებული კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო კონცენტრაციების კონტროლს ორფაზიანი სისტემის ფორმატში ახორციელებს - მარტივი და რთული. კერძოდ, სააგენტო 25 სამუშაო დღის ვადაში აფასებს - კონცენტრაცია თავსებადია თუ არა კონკურენტულ გარემოსთან. საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში - ხანგრძლივობა შეადგენს 90 სამუშაო დღეს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.
„კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მოსაზრებები დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 29 ივლისისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.