პროფესიული ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების წამყვანი ქართველი მწარმოებელი „კლინტექი“, რომელიც 2003 წელს დაფუძნდა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას წევრი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანიამ, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ერთი ბრენდის იმპორტით იყო დაკავებული, განვითარების მასშტაბური გზა გაიარა და დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებელი, დისტრიბუტორი და ტექნიკური სერვისების პროვაიდერი.
„დღეისათვის კომპანია საკუთარი ბრენდით „ზომა“ აწარმოებს 121 დასახელების სარეცხ, სადეზინფექციო და კოსმეტიკურ საშუალებას, ასევე 36 სახეობის ქაღალდის ჰიგიენურ პროდუქციას. საწარმოო პროცესში გამოიყენება მაღალი ხარისხის ევროპული, თურქული და ჩინური ნედლეული, ხოლო ბოთლების წარმოებაზე შვილობილი კომპანია „პოლიქენი“ ზრუნავს. „კლინტექის“ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო პარტნიორებთან (Dივერსეყ, Bაყერ, Mერცატორ, BAშF, შანიPაცკ, Eრმოპ) თანამშრომლობის გამოცდილებამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერამ, რამაც ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა უზრუნველყო.
კომპანიის საქმიანობის საკვანძო რგოლია საკუთარი საწარმოო-კვლევითი ლაბორატორია, სადაც კვალიფიციური ქიმიკოსები და გაყიდვების გუნდი მჭიდრო თანამშრომლობით ქმნიან ახალ ფორმულებსა და სურნელებს. პროდუქციის წარმოებასთან ერთად, „კლინტექი“ მომხმარებლებს სთავაზობს ტრენინგ-ცენტრის მომსახურებას (HAჩჩP-ისა და სანიტარიული ნორმების სწავლება), ტექნიკურ მხარდაჭერასა და გამართულ ლოგისტიკურ ქსელს თბილისში, კახეთში, ქუთაისსა და ბათუმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, „კლინტექი“ ინარჩუნებს საშუალოდ 20%-იან წლიურ ზრდას და პროდუქცია აქტიურად გააქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2027 წლის თებერვლამდე კომპანია გეგმავს სარეცხი საშუალებებისა და ქაღალდის პროდუქციის საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას, რაც საშუალებას მისცემს, ადგილობრივი „ზომას“ ბრენდით ჩაანაცვლოს იმპორტირებული პროდუქცია ქართული რითეილის თაროებზე, გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და გავიდეს მეზობელი ქვეყნების საცალო ბაზრებზე.
„მივესალმებით კომპანია „კლინტექის“ გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. განსაკუთრებით დასაფასებელია კომპანიის ტრანსფორმაციის გზა იმპორტიორობიდან ადგილობრივ მწარმოებლობამდე, რაც პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებსა და იმპორტჩანაცვლების სტრატეგიას. „კლინტექის“ მიერ მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, საკუთარი კვლევითი ლაბორატორიისა და საწარმოო სიმძლავრეების განვითარება თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა დაიკავოს წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე და წარმატებით გავიდეს ექსპორტზე. დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის სამომავლო გაფართოებას, ისე ზოგადად სექტორულ განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.