სოციალურ ქსელ facebook-ში და არა - მხოლოდ, სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს.
კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-მ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია გათამაშებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
"მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.