footballinsiders.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული საფეხბურთო კლუბი „მიუნჰენის ბაიერნი“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კავრაცხელიას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.
ასევე, ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელით ორი იტალიური გრანდი, "მილანი" და "იუვენტუსი" დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 20 წლის ფეხბურთელია და ამჟამად ყაზანის "რუბინში" 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.