ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ღამით რუსეთის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
მისი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსს ნოვობავარსკის რაიონში ესროლეს.
მერმა განაცხადა, რომ ხარკოვში წყალმომარაგება ღამით აღდგა. მეტრო და სახმელეთო ელექტროტრანსპორტი კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.