სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ. აქცია-პერფომანსის ფარგლებში, პარლამენტის შენობის წინ კონცერტი მიმდინარეობს. საპროსტესტო აქციის მონაწილეები არსებული რეგულაციების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გეგა სალუქვაძის განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა იყო გარკვეული სატყუარა. მათ შეეშინდათ მიმდინარე აქციების. ერთ კვირაში რომ თქვან, შემთხვევები ისევ გაიზარდაო, ჩვენ რა უნდა ვქნათ მერე? ბიზნესმა რა ქნას? ჩვენ ასეთი გახსნა არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება გააზრებულად, შეთანხმებულად. ამდენი ხანია საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრას ვითხოვთ და არავინ შეგვხვედრია. ეს არის სრული უგუნურება, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ან უნდა მოიქნენ ისე, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ან სხვა გზა არ არის, გავაგრძელებთ პროტესტს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ, გეგა სალუქვაძემ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან ფიტნეს ცენტრებისა და სამთო-სათხილამური კურორტების წარმომადგენლები, ანიმატორები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.