celsiusi
ავერსი საქკაბელი
კერძო სექტორი მზად არის ჩაერთოს ბიზნესომბუდსმენის დანიშვნისა და აპარატის მოდელირების პროცესში და ფინანსური ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს, - ამის შესახებ სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.  
 
„იცით, რომ რამდენიმე თვეზე მეტია, რაც ჩვენ არ გვყვავს სრულად უფლებამოსილი ბიზნესომბუდსმენი. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას წინადადებით, რომ ბიზნესომბუდსმენის დანიშვნა მოხდეს ბიზნესთან კონსულტაციით და უშუალო ჩართულობით. ბიზნესი მზად ვართ მივიღოთ მუშაობა ამ მოდელის დამუშავებაში და დავაფინანსოთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ეს მიმართულება. იმისთვის, რომ უფრო მეტი კავშირი არსებობდეს ბიზნესსა და ბიზნესომბუდსმენს შორის“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ დღეს 10-მა ბიზნეს ასოციაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოთხოვნების 7 პუნქტით მიმართა, რომელიც ძირითადად შეზღუდვების შერბილებას და ეკონომიკის მეტად გახსნას გულისხმობს.
 
მიმართვის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ბიზნესის პოზიციაა, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს, ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით. "ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ობუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან"-ნათქვამია მიმართვაში.
 
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ კი განაცხადა, რომ ბიზნესომბუდსმენობის კანდიდატურები კერძო სექტორმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე წარუდგინა და პასუხის მოლოდინში არიან.
 
ცნობისთვის, ბიზნესომბუდსმენისა აპარატს 2018 წლიდან მიხეილ დაუშვილი ხელმძღვანელობდა. ხოლო 2020 წლის სექტემბრიდან რაც მიხეილ დაუშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში დასახელდა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლად ნინო კვეტენაძე დაინიშნა.
1374