gorgia
ავერსი legi

საქართველოდან გაყინული თევზის ადგილობრივი ექსპორტი 1 310%-ით გაიზარდა, ამასთან, მოიმატა იმორტმაც, რომელიც 36%-ით გაძვირდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 2.185 მლნ დოლარის ღირებულების (456 ტონა) გაყინული ქართული თევზი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 155 ათასი დოლარის (81.6 ტონა). აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ ქართული თევზის საექსპორტო ფასი 152%-ით არის გაზრდილი. 2025 წლის 2 თვეში საექსპორტო თევზის ღირებულება კილოგრამზე საშუალოდ 1.9 დოლარს შეადგენდა, წელს კი 4.8 დოლარი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, აქ 63.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 5.970 მლნ დოლარის ღირებულების (2 347 ტონა) გაყინული თევზი იყიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9.765 მლნ დოლარის ღირებულების (2 814 ტონა). აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს ერთი კილოგრამი თევზი (გადასახადების გარეშე) საქართველომ საშუალოდ, 3.4 დოლარად იყიდა, 2025 წელს კი 2.5 დოლარად. (ზრდა 36%-ია).

5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით გაყინულ თევს ყიდის და ყიდულობს.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც ქართული გაყინული თევზი იყიდება:

ყაზახეთი - 1.295 მლნ დოლარის 162 ტონა
რუსეთი - 500 ათასი დოლარის 70.2 ტონა
სომხეთი - 145.1 თასი დოლარის 47.7 ტონა
აზერბაიჯანი - 135.4 ათასი დოლარის 37.5 ტონა
უკრაინა - 109.5 ათასი დოლარის 139.4 ტონა
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველო გაყინულ თევზს ყიდულობს:

ჩილე - 2.750 მლნ დოლარის 410 ტონა
აშშ - 1.672 მლნ დოლარის 553 ტონა
ესპანეთი - 761.5 ათასი დოლარის 349 ტონა
დანია - 748.1 ათასი დოლარის 200 ტონა
ისლანდია - 668.2 ათასი დოლარის 159 ტონა

90