„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, ხოლო 16.00 საათზე, უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება- ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც რამდენიმე საათის წინ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პოლიტსაბჭო პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.