ეკოლოგიურად სუფთა ავეჯი ქართულ ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, მეტიც, ინტერიერში თუ ექსტერიერში ხის ელემენტები სულ უფრო ხშირად გვხვდება და მომხმარებელი ეკოლოგიურად სუფთა ხის მნიშვნელობას უფრო მეტად ანიჭებს უპირატესობას. საინფორმაციო სააგენტო Business Time-ი მოგიყვებათ ერთი ბიზნესის ისტორიას, რომელიც 300 ევროთი დაიწყო და დღეს ის წარმატებულია.
„ბიზნესიდეას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა თავად მოვისურვე ეკოლოგიურად სუფთა ავეჯის შეძენა და აღმოჩნდა, რომ ბაზარზე მსგავსი პროდუქციის პოვნა საკმაოდ რთული იყო. რთული იყო იმიტომ, რომ კომპანიების უმეტესობა ეკოლოგიურად სუფთა ხით დამზადებულ ავეჯს არ აწარმოებდა, ან აწარმოებდა, მაგრამ ფასი იმდენად აღემატებოდა მის თვითღირებულებას რომ საქართველოში მცხოვრები რიგითი მოქალაქის ხელფასზე რამდენჯერმე ძვირიც კი იყო. სწორედ ეს გახდა ყველაფრის დასაწყისი“ - ასე ჩაეყარა ბიზნესის დაწყებას საფუძველი, გვეუბნება კომპანია „ოთახის“ დამფუძნებელი თათა ჯანაშია.
მისივე თქმით, მას სურდა საკუთარი სათქმელი ეთქვა ქართულ ბაზარზე და ამით სხვებს ენახათ, რომ ხარისხიანი არჩევანი რეალურ ფასადაც შესაძლებელია.
„მინდოდა ჩემი სათქმელი მეთქვა ქართულ ბაზარზე, დამენახებინა სხვებისთვის რომ ჩვენ მინიმლისტური სტილის მოყვარულ ადამინებსაც გვქონოდა არჩევანი ადეკვატურ ფასად. კომპანია ნულიდან დავაარსეთ, შესაბამისად, გვქონდა არაერთი რთული პერიოდიც, თუმცა, დანებებაზე არასდროს გვიფიქრია“, - იხსენებს თათა ჩვენთან საუბარში.
300 ევროთი დაწყებული ბიზნესი
„ოთახის“ დამფუქნებელი საინფორმაციო სააგენტო Business Time-ის კითხვაზე, თუ რა ინვესტიციით დაიწყო ბიზნესი, ასე გვპასუხობს:
„ინვესტიციით?! გაგეცინებათ და დაჯერებაც საკმაოდ რთული აღმოჩნდება თქვენთვის. თავიდან ყველაფერი 300 ევროთი, კორპუსის მე-7 სართულზე, სადარბაზოში დავიწყეთ, მერე გადავინაცვლეთ მინი სახელოსნოში და ახლა უკვე გვაქვს საწარმო-შოურუმი. თავიდანვე დავისახე მიზანი: ერთ წელიწადში საკუთარი საწარმო გვქონოდა!“, - დღეს ამ ისტორიას კომპანია “ოთახის” დამფუძნებელი ღიმილით იხსენებს.
„არ დაგიმალვთ და ხანდახან ეს მეც არარელურად მეჩვენებოდა, თუმცა, არაერთმა გათენებულმა ღამემ, ნერვიულობამ, თავდაუზოგავმა შრომამ და დაჟინებულმა სურვილებმა დასახული მიზანის რეალობად ქცევა შეგვაძლებინა“.
რჩევა მომხმარებელს
თათა ჯანაშია საინფორმაციო სააგენტო Business Time-თან განმარტავს, რომ მის გუნდში მყოფი გამოცდილი კადრი, ყოველვის ცდილობს მომხმარებელს მისი სურვილიდან გამომდინარე დიზაინის სწორი არჩევანი შესთავაზოს.
„ყველას თავისი ინდივიდუალური გემოვნება და ხედვა აქვს, თუმცა, ჩემი პირადი რჩევა იქნება, არჩევანი მუდამ ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალაზე გააკეთონ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ მიერ შეძენილი ავეჯი წლებს ისე გაუძლებს, რომ პირვანდელ სილამაზესა და ესთეტიურობას არ დაკარგავს. დანარჩენი კი გემოვნების საკითხია...“, - ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.
ის, რასაც მომხმარებელს სთავაზობთ ...
„ოთახის“ დამფუქნებელმა Business Time-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიისთვის პრიორიტეტული ქართული და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა.
„ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია, ყველაფერი დავამზადოთ საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა ხისგან. შესაბამისად, ავეჯის დამზადებისას ვმუშაობთ მხოლოდ ისეთ მასალებზე, როგორიცაა კაკალი, მუხა და წაბლი. თავდაპირველად, მხოლოდ მაგიდებს ვამზადებდით, თუმცა, დროთა განმავლობაში მომხმარებლებისგან გაჩნდა სხვა სახის ავეჯის მოთხოვნაც. ჩვენც, მივხვდით მეტი იყო საჭირო და შეგვეძლო კიდეც. ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ ავეჯის მთელ ასორტიმენტს, სამზარეოულოებს, საძინებლებს, კარადებს, რბილ ავეჯს, მაგიდებს, სკამებს და ა.შ.“.
ხარისხი მთავარია!
როგორც ვიცით, ძვირადღირებული ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიანს, მეტიც, ხარიხსი უნდა იყოს ფასზე მაღალი! - ამბობს თათა, მისივე განმარტებით, ეს არის მთავარი პრინციპი რომლითაც ის ხელმძღავნელობს.
“ზოგჯერ ხდება, რომ არ გამოდის რაღაცა ისე, როგორც გვინდა, ან წარმოგვიდგენია, მაგრამ ყოველდღიურად ვცდილობთ პროფესიულად გავიზარდოთ, დავიხვეწოთ და საბოლოოდ მომხარებელს შევთავაზოთ საუკეთესო. თუ რამე ისე არ გამოგდის და მისი დანახვა თუ შეგიძლია, ე.ი. გამოსწორებასაც შეძლებ. განვითარება ხომ მუდმივი პროცესია, ბიზნესი მუდმივად ითხოვს ასეთ მიდგომას და სწორედ ასე ხდება შესაძლებელი მიიღო მაღალი ხარისხის, დაღვეწილი დიზაინის პროდუქცია და მოიზიდო მეტი მომხმარებელი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენთან ხარისხი მართლაც რომ ფასზე მაღალია“.
ვქმნით ერთად…
„დამკვეთი თავიდან ბოლომდე ჩართულია დიზაინის შერჩევაში, ზომები, ფერები, ფაქტურები - ეს არის ის, რასაც ყოველთვის მათი ჩართულობით ვარჩევთ. ჩვენი გუნდიც ყოველთვის მზად არის დასახმარებლად და სწორი მიმართულებების მისაცემად. როცა დღის ბოლოს კმაყოფილი მომხმარებლებისგან შეტყობინებებს იღებ, ხვდები, რომ ამაზე სასიამოვნო არაფერია ქართველ მომხმარებელს დახვეწილი გემოვნება აქვს, ძალიან გემოვნებიანი ერი ვართ. საკუთარი მომხმარებლების არჩევანი ყოველდღე მაძლევს ამის თქმის საშუალებას“, - აღნიშნა თათა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, მათთვის შემაფერხებელ ფაქტორს კადრების დეფიციტი წარმოადგენს, ამ ეტაპზე, საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული, რომლთა უმრავლესობაც გამოცდილია.
„ძალიან ჭირს პროფესიონალი კადრების მოძიება და უმეტესწილად ჩვენი შემაფერხებელი გარემოებებიც აქედან არის განპირობებული. აქაც ვცდილობთ გამოსავალი ვიპოვოთ, გვყავს სტაჟიორები, რომლებსაც ადგილზე ვასწავლით და ანაზღაურებას ვუწევთ, რაც ვფიქრობ ორივე მხარისთვის მომგებიანია, ასე რომ ზრდას არასდროს ვწყეტთ”.
გზა კიდევ უფრი წარმატებისკენ
სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. როგორც გითხარით, ბიზნესის კეთებაში განვითარების პროცესი უწვეტი და მდგრადი უნდა იყოს. ამ მხრივ, ჩვენ არ მოვდუნდებით და ჩვენს ხარისხს და შეთავაზებებს მუდმივად გავაუჯობესებთ. წარმატების საწინდარი ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებაა, რაც მომხმარებლის ნდობაში ინვესტირდება. ასევე, ჩვენი გეგმის ნაწილია, გავზარდოთ წარმოება, მთელ საქართველოში წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია და ბევრ ოთახში - “ოთახი” იყოს წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდა კომპანია უკვე სარგებლობს ნდობით და კარგი რეპუტაციით ოპერირებს, გვსურს ბაზარზე კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და ვიყოთ პირველები!” - თავდაჯერებულად გვიმხელს თავის გეგმებს ახალგაზრდა, ქალი მეწარმე თათია ჯანაშია.