გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფარმაკომპანიებს “ჯიპისი” და “ფარმადეპო” რუსეთიდან შემოტანილი, უხარისხო საბავშო პირბადის გამო აკრიტიკებს.
“ფარმადეპომ” და “ჯიპისიმ” რუსეთიდან შემოიტანეს სანქტ-პეტერბურგში შეკერილი საბავშო პირბადე. რუსეთიდან, კარგით რა… მეტი ვერაფერ მოიფიქრეთ?!“, - აცხადებს ფხაკაძე
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გადასამოწმებლად, საინფორმაციო სააგენტო “ბიზნეს თაიმი” სააფთიაქო ქსელ “ჯიპისის” დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ პირბადე მართლაც რუსეთში იკერება, თუმცა ნედლეული ისრაელიდანაა.
“პირბადე სამედიცინოა, ნედლეული ისრაელიდანაა და შეკერილია რუსეთში“, - განგვიმარტეს “ჯიპისიში“.
საინფორმაციო სააგენტო "ბიზნეს თაიმის" ჟურნალისტმა ამავე ქსელის ერთ-ერთ აფთიაქში შეიძინა შესაბამისი პირბადე, ფარმაცევტმაც განუმარტა, რომ საბავშვო პირბადე წარმოებულია რუსეთში და ის ყველა სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა სერტიფიკატის წარმოდგენაზე თავი შეიკავა, მაგრამ იქვე განაცხადა, რომ აფთიაქს ყველა შესაბამისი სერტიპიკატი გააჩნია.