თითოეული უკრაინელი მოქალაქე საჩუქრად მიიღებს სააფთიაქო ჰუმანიტარულ 100 ლარიან ვაუჩერს ჯპს-ს ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელისგან. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
"ჯპს-ს თანამშრომლები, მთელი გუნდი გვერდში ვუდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.
თითოეული უკრაინელი მოქალაქე საჩუქრად მიიღებს სააფთიაქო ჰუმანიტარულ 100 ლარიან ვაუჩერს ჯპს-ს ან ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელისგან.
ჯამში გამოყოფილი იქნება 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება.
ვაუჩერის მიღებას და განაღდებას შეძლებთ #ჯპს-ს ან #ფარმადეპოს ნებისმიერ ფილიალში. ამისთვის საჭიროა წარადგინოთ თქვენი პასპორტი.
ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს სხვადასხვა ფარმა კომპანიებიდან, შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში" - ნათქვამია განცხადებაში.