„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ლეგენდარულ “ჯორჯიან ეარვეისის“ გმირულ კოლექტივს და ბატონ თამაზ გაიაშვილს თანამშრომლობისათვის. დღევანდელი დღიდან ვტოვებ ჩემს თანამდებობას „აირზენაში“ და გადავდივარ ქართულ ამერიკული კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ პრეზიდენტად სამუშაოდ. Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნეს ბროკერთა და ევროპის ბიზნეს ბროკერთა ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნეს პროექტების დაფინანსებას გლობალური კერძო კაპიტალით,“- წერს ბოკერია.