„ჯანსაღი ეზო”- პროექტის ფარგლებში „ჯპს”-მ მეოთხე სპორტული მოედანი გახსნა და დიდი დიღმის მოსახლეობას საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ჯპს-დან აცნობეს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა მეტი დრო დაუთმონ სპორტს, ამისთვის კი აუცილებელია ეზოებში მოეწყოს მეტი სპორტული მოედანი, ჯანსაღი სივრცე ვარჯიშისთვის და გართობისთვის.
პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრ ეზოს გავაფერადებთ ასეთი მოედნებით, - აღნიშნავენ კომპანიაშია.