საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ბიზნესმენებს შეხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზეა ჩანიშნული და მას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც bm.ge-ის პრემიერის პრესსამსახურში უთხრეს, ირაკლი კობახიძე ბიზნესს გაფართოებულ ფორმატში ხვდება. "რაც პრემიერია, ასეთი ფორმატის შეხვედრა ბიზნესთან არ ყოფილა და ახლა დაიგეგმა", - აცხადებენ პრესსამსახურში.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
წყარო; BMG