Apple პირველ დასაკეც iPhone-ს, სავარაუდოდ, 2026 წელს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს ეს iPhone-ის დიზაინის ყველაზე დიდი განახლება იქნება.
კომპანიის გეგმა შესაძლოა Samsung-ის მიბაძვად ჩაითვალოს, რომელიც დასაკეცი სმარტფონების სეგმენტის პიონერი გახდა 2019 წელს.
როგორც ჩანს დასაკცი iPhone-ს წარმოების გეგმა უკვე გასცდა იდეის ეტაპს და Apple აზიის მომწოდებლებს მოწყობილობის კომპონენტების დასამზადებლად დაუკავშირდა.
დასაკეცი სმარტფონების სეგმენტში, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი iPhone კონკურენციაში შევა Honor-თან და Huawei-სთან ჩინეთში და Samsung-თან გლობალურად.