Invest in Georgia-ს მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთმა ამერიკულმა IT კომპანიამ Combined Ratio Solutions დაიწყო ოპერირება. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით, ამერიკული კომპანიის მმართველი გუნდი, მიმდინარე წელს საქართველოში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც, შეისწავლეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნესგარემო და შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან.
როგორც „აწარმოე საქართველოში“ განმარტავენ, სწორედ აღნიშნული ვიზიტის შემდეგ და სააგენტოს წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, მიიღო კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში გაფართოების შესახებ.
„Combined Ratio Solutions საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ კი, დაზღვევის სექტორში მომუშავე კომპანიებს აიტი მომსახურებას აწვდის. Combined Ratio Solutions-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს, ხოლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მაიკს ჯოუნსის ცნობით, წლის ბოლომდე საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 80-ს მიაღწევს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.