აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-ის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულება გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, აბდულაევის გათავისუფლების განკარგულება ძალაში დღეიდანვე შევიდა.
ცნობისთვის, 2020 წლის კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, Socar-ის აქტივები 64 მილიარდ მანათს, ანუ 37.6 მილიარდ დოლარს შეადენდა. 2020 წელს კომპანიის შემოსავალი 50 მილიარდი მანათი ($29.4 მილიარდი დოლარი), 2019 წელს კი 84 მილიარდი მანათი ანუ $49.4 მილიარდი დოლარი იყო.
ასევე შეგახსენებთ, რომ როვნაგ აბდულაევი ამ პოსტს 2005 წლიდან იკავებდა.