Grigoleti Beach Resort, Trademark Collection by Wyndham შავი ზღვის ქვიშიან სანაპიროსთან,ფიჭვებში ჩამალული სასტუმროა.
როგორც სასტურმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, სასტუმროს ორივე შეხვედრების ოთახი საუკეთესო ადგილია კორპორატიული შეკრებების და კონფერენციებისთვის, რომელთა დაგეგმვაშიც სასტუმროს მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ. ოთახები სხვადასხვა კონფიგურაციით გათვლილია ბიზნეს შეხვედრებისთვის 25 ადამიანზე ან/და კონფერენციებისთვის, დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობით - 100 ადამიანზე.
"სასტუმროდან ულამაზესი დაისი ყოველ საღამოს ხელის გულზე ჩანს. სასტუმრო ბათუმის აეროპორტიდან 50 კილომეტრში, ხოლო ქუთაისი აეროპორტიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. საქართველოს ინდუსტრიული გულიდან, ფოთის პორტიდან - სასტუმროში, მანქანით, სულ რაღაც 15 წუთში აღმოჩნდებით.
ჩვენი 60 კომფორტული ოთახიდან, თქვენთვის სასურველს აუცილებლად შეარჩევთ, სადაც დაგხვდებათ-მაღალხარისხიანი ინტერნეტი, Hd ტელევიზორი, მინი ბარი და სხვა აუცილებელი ნივთები. სასტუმროში განსხვავებული სერვისების მიღებას შეძლებთ, როგორიცაა უნიკალური ღვინის სპა, ტრადიციული იაპონური მასაჟი; გარე გადახურვადი აუზი; სახურავის ტერასა საოცარი ხედით და ყველაზე მთავარი - რესტორანი, სადაც ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად შეგიძლიათ, უგემრიელესი ევროპული სამზარეულოც დააგემოვნოთ", – აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.