კორპორცია „გუგლი“ მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებისთვის მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების მშენებლობას დააფინანსებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეაქტორები 2035 წლისთვის უნდა აშენდეს.
მშენებლობას განახორციელებს ამერიკული კომპანია „კაიროს ფაუერი“, რომელიც ასევე იქნება ამ ელექტროსადგურების მფლობელი.
პრესრელიზში არ არის დაზუსტებული, რამდენი რეაქტორის მშენებლობაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ მათი საერთო სიმძლავრე 500 მეგავატი უნდა იყოს. პირველი რეაქტორები 2030 წელს უნდა ამუშავდეს.
„გუგლში“ ბირთვული რეაქტორების მშენებლობის დაფინანსების ინიციატივას ენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდის ფონზე ნახშირბადის კვალის შემცირების სურვილით ხსნიან.
ცნობისთვის, 2023 წელს „გუგლის“ მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ემსახურებიან ნეირონულ ქსელებს და სხვა ციფრულ სერვისებს, აშშ-ის ელექტროენერგიის 3-4 პროცენტს მოიხმარდნენ.
პროგნოზების თანახმად, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება 9 პროცენტამდე გაიზარდოს.