ჯპს-ის ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დაესწრონ უამრავ საინტერესო მასტერკლასს - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტიო "ბიზნესთაიმს" კომპანიაში განუცხადეს.
"ეს არის ჩვენი ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჯპს-ის ლოიალურ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ დაესწრონ უამრავ საინტერესო მასტერკლასს, მიიღონ ახალი გამოცდილება და შეიძინონ საჭირო უნარები პროფესიული ზრდისთვის.
ჯპს კლუბის წევრია ყველა ის ადამიანი, ვინც ფლობს ჩვენს ჯპს ბარათს.
ჯპს კლუბის შეხვედრებზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც საკმარისი რაოდენობის ქულები აქვს ბარათზე." - განმარტავენ ჯპს-ში
დასასწრებად აუცილებლია რეგისტრაციის გავლა: http://mygpc.ge/registration/
▪კლუბის პირველი შეხვედრის თემაა: პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ხედვა;
▪მასტერკლასს ჩატარებს ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი;
▪მასტერკლასზე დასწრებას შეძლებს პირველი 50 დარეგისტრირებული;
▪დასწრების საფასური - ჯპს ბარათის 30 ქულა;