EL BARCO - ბრენდი, რომელიც წარმოადგენს პრემიუმ ხარისხსს, არის ერთ-ერთი უძველესი კერამიკული კომპანია ესპანეთის რეგიონში, რომელიც დაარსდა 1901 წელს. საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მანძილზე, კომპანიამ შეძლო შეექმნა დადებითი იმიჯი რეპუტაცია და მომხმარებელთან კარგი გამოცდილება.
EL BARCO-ს ბაზარზე არსებული ბრენდებისგან გამოარჩევს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ხარისხი, მომხმარებლებზე ორიენტირებულობა და ტექნოლოგიური მიღწევების მაღალი დონე. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც,რომ ერთი და იმავე ოჯახის მეოთხე და მეხუთე თაობები აქტიურად მუშაობენ, რათა განაგრძონ ტრადიცია და გააძლიერონ არსებული რეპუტაცია, რომელიც კომპანიას დაარსების დღიდან განსაზღვრავს.
ევოლუცია ფილების წარმოებაში
EL BARCO-ს ისტორია ასახავს კერამიკული წარმოების ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომელზეც მიანიშნებს ის ფაქტი,რომ ბრენდი ფილების წარმოებისთვის იყენებდა ტრადიციულ ‘’არაბულის’’ სახელით ცნობილ ღუმელებს, რაც მიუთითებს იმაზე,რომ კომპანიამ მოღვაწეობა დაიწყო ადრეულ წლებში, ბრენდი ფილებს აწარმოებდა პრაქტიკული წესით, რაც საფუძველს უქმნიდა მის მუდმივ ზრდასა და განვითარებას. ბრენდის დაარსებიდან კომპანია ცდილობს მუდმივად განვითარდეს ტექნოლოგიურად, რათა დაამზადოს უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია.
EL BARCO-ს პროდუქცია გორგიაში
ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს პრემიუმ ბრენდ EL BARCO-სთან. ამ ბრენდის შემოტანა განაპირობა მისმა ხარისხმა და პროდუქციის მრავალფეროვნებამ. დღეს გორგიას სტენდებზე შეხვდებით ფილების მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და ხარისხით.
დღეს EL BARCO რჩება ერთგული თავისი ძირითადი ღირებულებების მიმართ. ბრენდის მთავარი მისიაა გამოირჩეოდეს ხარისხიანი და დახვეწილი დიზაინის ფილების წარმოებით და დარჩეს წამყვან მწარმოებელ კომპანიად.
ის, რაც EL BARCO-ს ასევე გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან, არის მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. კომპანია ყურადღებით უსმენს და ითვალისწინებს მათ საჭიროებებს და ცდილობს გადააჭარბოს მათ მოლოდინებს, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე,რომ თითოეული დამზადებული პროდუქტი ზუსტად შეესაბამება მომხმარებელთა მოთხოვნებს.
სწორედ მათი ლოიალურობა და ერთგულება ეხმარება კომპანიას შეინარჩუნოს გრძელვადიანი და ძლიერი ურთიერთობები მომხმარებელთან მთელ მსოფლიოში.
EL BARCO-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც გორგიას ყველა ფილიალში, გორგიას პრემიუმ შოურუმში ლუსონში და ასევე ონლაინ - GORGIA.GE-ზე.