იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კორპორაცია ევროკავშირის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და
Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა.
ენერგეტიკულმა კომპანიამ Enel ელექტრო ავტომობილების დასატენი სადგურების საძიებო სისტემა შექმნა, თუმცა Google-მა აღნიშნული საძიებო პორტალის Google Play-სა და Android Auto-ზე განთავსებაზე უარი თქვა, რადგან აღნიშნულ პლატფორმებზე დასატენი სადგურების ძიება Google Maps-ის საშუალებით არის შესაძლებელი.
იტალიის სასამართლომ ჩათვალა, რომ Google ამ ფორმით ბაზარზე დომინანტის როლით ბოროტად სარგებლობს. იტალიელმა ანტიმონოპოლისტებმა Google-ის ეს გადაწყვეტილება ელექტრო ავტომობილების წინააღმდეგ გადადგმულ შესაძლო ნაბიჯადაც კი შეაფასეს.
საბოლოოდ, სასამართლომ გასცა განკარგულება, რომ Google-მა Enel-ის საძიებო სისტემას თავის პლატფორმებზე დაშვება მისცეს და ხალხმა ამ საძიებო სისტემით ისარგებლოს.