Glovo-მ კურიერების ძირითადი მოთხოვნები დააკმაყოფილა - კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"Glovo ესპანური სტარტაპია, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პლატფორმ ეკონომიკის განვითარებას. ტექნოლოგიური მარკეტის როლი, რომელიც ერთგვარი შუამავალია აპლიკაციით მოსარგებლე ობიექტებსა და მომხმარებლებს შორის, განსაკუთრებული აღმოჩნდა კოვიდ პანდემიის პირობებში.
„გლოვოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი ობიექტებისა და პარტნიორი კურიერების კმაყოფილება, მათ სამუშაო პირობებზე, გამომუშვებასა და სხვა ბენეფიტებზე ზრუნვა. Glovo იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უზრუნველყო პარტნიორი კურიერებისთვის მოსახერხებელი კორპორატიული დაზღვევის შეთავაზება, მათ შორის Covid19-ის დაზღვევა, რომელიც მკურნალობის ხარჯებისა და სხვა ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ჩვენ ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა გლოვერების მიერ წინა კვირაში გაჟღერებული მოთხოვნები ისე, რომ არ დაგვეზიანებინა კომპანიის ინტერესები და კონსტრუქციული დიალოგის შედეგად შეთანხმებამდე მივედით.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც Glovo-ს აპლიკაცია თავის პარტნიორ კურიერებს ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე მეტის გამომუშავების საშუალებას აძლევდა, მაინც გადაიხედა და განახლდა ტარიფების სტრუქტურა.
ვიმედოვნებთ, აღნიშნული ცვლილებები პოზიტიურ გავლენას იქონიებს გლოვერების გამოცდილებაზე აპლიკაციასთან კავშირისას. Glovo ყოველთვის მზად არის მიიღოს უკუკავშირი პარტნიორებისგან და მასზე შესაბამისი, სწორი რეაგირება მოახდინოს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.