
2025 წელი კომპანია Global Distribution-ისთვის საიუბილეო წელია. კომპანიას საქართველოს ბაზარზე ყოფნის 10 წლიან იუბილეს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია საოჯახო ტექნიკის დისტრიბუციის სფეროში. ამარაგებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს მსოფლიო წამყვანი ბრენდებით, როგორებიცაა SHAPR, PHILIPS, MARAZZI, CHIGO, SAMSUNG, LG, KENWOOD, DYSON, TEFAL, KRUPS, NINJA, TOSHIBA, SONY, რომლებიც ქმნიან კომფორტს და მნიშვნელოვნად ამარტივებენ მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას.
Global Distribution-ის პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა, სანდოობა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული პროდუქციის მიწოდება.
სწორედ ამიტომ, 2024 წლიდან კომპანიამ პარტნიორებს და მომხმარებლებს შესთავაზა რეალიზაციის შემდგომი მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ახორციელებს ოფიციალური ავტორიზებული სერვის ცენტრი – GLB Service https://www.facebook.com/share/1CNpMktHbW/?mibextid=wwXIfr, და სერვისის ინტეგრირებით მომხმარებლისთვის დანერგა ერთიანი, სრულფასოვანი გადაწყვეტა — ყიდვიდან საბოლოო მომსახურებამდე.
2024 წლიდან Global Distribution-ი საქართველოს ბაზარზე ექსკლუზიურად წარმოადგენს– იტალიურ პარტნიორ ბრენდ MARAZZI-ს.
MARAZZI გამოირჩევა ინოვაციური მიდგომით, დახვეწილი დიზაინითა და ტექნოლოგიური განვითარებით. მისი პროდუქტები მხოლოდ ფუნქციურობით არ გამოირჩევა – ბრენდი ქმნის ესთეტიკურად გამართულ და თანამედროვე გარემოს, რომელიც პასუხობს ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებებს. MARAZZI-ს ბრენდით კომპანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო, სამომხმარებლო და გათბობა-გაგრილების სეგმენტებით.
2025 +წლიდან MARAZZI მომხმარებლებს სთავაზობს სპლიტ კონდიციონერების სრულ ხაზს, რომელიც წარმოდგენილია სამი განსხვავებული დიზაინითა და ფერით. ეს პროდუქცია შექმნილია როგორც ტექნოლოგიური სიახლეების, ისე თანამედროვე ინტერიერის ტენდენციების გათვალისწინებით. MARAZZI-ს კონდიციონერები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, ხმაურის მინიმალური დონითა და ინტელექტუალური მართვის ფუნქციებით – რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და მოხერხებულობას.
განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა თითოეული მოდელის დიზაინსა და სტილს – მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს იმ ტიპისა და ფერის კონდიციონერი, რომელიც საუკეთესოდ ერგება მის სახლს, ოფისს ან სხვა სივრცეს. ინოვაციური ფუნქციები, როგორიცაა ავტომატური ტემპერატურის კონტროლი, მართვა და ეკოლოგიურად სუფთა ჰაერის ფილტრაცია. MARAZZI-ს კონდიციონერებს უკვე დღეს აქცევს მომავლის ტექნიკად.
Global Distribution-ი 10 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს ინოვაციური და ხარისხიანი მსოფლიო წამყვანი ბრენდების ასორტიმენტის გაფართოებას.
Global Distribution-ის ინოვაციური ხედვა, ხარისხიანი პროდუქცია და პროფესიონალური მომსახურება ერთ სივრცეში.
Global Distribution-ი, როგორც სანდო პარტნიორი ტექნიკის სამყაროში.